logo
ENG



აზოვის ბატალიონი მიიჩნევს, რომ მარიუპოლის დებლოკდა შესაძლებელია

14 აპრ 202221:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/14/x2ffc4tq49o1ckh.jpg
ფოტო: კადრი აზოვის ბატალიონის ვიდეოდან

აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილის სვიატოსლავ პალამარას განცხადებით, "მარიუპოლის დებლოკადა შესაძლებელია და ბატალიონი ქვეყნის ხელმძღვანელობისგან სამხედრო-პოლიტიკურ ქმედებებს ელოდება".

"ჩვენ იმედი გვაქვს და ოპტიმისტურად ვიბრძვით, ველოდებით ქმედებებს ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან ქალაქის დებლოკადასთან დაკავშირებით და გამარჯვებას ამ ომში. მიგვაჩნია, რომ დებლოკადა შესაძლებელია. მებრძოლებს საკმარისი სულისკვეთება აქვთ, რათა იბრძოლონ და დაიცვან ქალაქი იმდენ ხანს რამდენ ხანსაც საჭიროა", - თქვა აზოვის ბატალიონის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების უკრაინულ ბიუროსთან ინტერვიუში. 


close დახურვა