logo
ENG



ათენის ცენტრში, ერთ-ერთ სამინისტროსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა

03 თებ 202416:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/03/govaxs6ep3fg6v7.jpg

საბერძნეთში, ათენის ცენტრში, ერთ-ერთი სამინისტრო შენობის წინ ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულმა.

როგორც Reuters წერს, ერთ-ერთმა ბერძნულმა გაზეთმა სამინისტროს ტერიტორიაზე ბომბის განთავსებაზე სატელეფონო ზარი მიიღო, რის შესახებაც პოლიციას აცნობეს.

სამართალდამცველებმა ბომბის აფეთქებამდე სამინისტროს ალყა შემოარტყეს. აფეთქების შედეგად დაზიანებულია შენობა - ჩამტვრეულია ფანჯრები. გამოძიება დაწყებულია. 


close დახურვა