logo
ENG



აი, ფაქტი: ქუთაისში მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების 16%-ში დისბალანსია

31 ოქტ 202114:44
3 წუთის საკითხავი
 
აი, ფაქტი: ქუთაისში მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების 16%-ში დისბალანსია

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში ქუთაისში გახსნილი უბნების 16%-ის ოქმში ხმების დისბალანსია. 

"გუშინ ქუთაისში სულ 124 უბანი იყო გახსნილი. აქედან 20 უბნის ოქმში დისბალანსია - ხმების+ბათილი ბიულეტენების ჯამი ნაკლებია მისული ამომრჩევლების რაოდენობაზე"- წერს ორგანიზაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. 

აი, ფაქტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმების გადამოწმება დაიწყო და დღის განმავლობაში სხვა ქალაქების/მუნიციპალიტეტების მონაცემების დათვლაცაა დაგეგმილი. 

  • აი ფაქტის აღმოჩენილი დაუბალანსებელი ოქმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ცნობისთვის, ქუთაისში, მერობის არჩევნებზე 2 396 ბიულეტენი გაბათილდა, კანდიდატებს შორის სხვაობა კი 2 222 ხმაა. მონაცემები ცესკოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს ხმების 48.35% (32 703 ხმა) აქვს, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს - 51.64% (34 925 ხმა). დათვლილია ხმების 100%. 


close დახურვა