კათოლიკური ეკლესიის მეთაური აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გამო მწუხარებას გამოთქვამს. თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას პაპი ფრანცისკე საკვირაო ქადაგების დროს გამოეხმაურა.
რომის პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს მიმართავდა, როდესაც თქვა, რომ სტამბოლსა და აია სოფიაზე ფიქრობს და დამწუხრებულია.
შეგახსენებთ, რომ VI-ე საუკუნეში ქრისტიანულ ტაძრად აგებულ აია სოფიას მუზეუმის სტატუსი თურქეთის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ ორი დღის წინ შეუცვალა. მეჩეთად გადაკეთებულ ტაძარში პირველი ლოცვა 24 ივლისს ჩატარდება. ოფიციალურ ანკარას გადაწყვეტილების გაუქმებისკენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭომაც მოუწოდა, რომელიც 350 ეკლესიას აერთიანებს.