logo
ENG



აიათოლა ალი ხამენეი ირანის კულტურული სისტემის გადახედვისკენ მოუწოდებს

07 დეკ 202213:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/07/cz13fq2okfgndth.jpg

ირანის  ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ "ქვეყნის კულტურული სისტემის რევოლუციური რეკონსტრუქციისკენ" მოუწოდა, რადგან ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები აძლიერებდნენ ხელისუფლებაზე ზეწოლას. ამის შესახებ სახელმწიფო მედია იტყობინება. 

"აუცილებელია ქვეყნის კულტურული სტრუქტურის შეცვლა. უმაღლესი საბჭო უნდა დააკვირდეს კულტურის სისუსტეებს ქვეყნის სხვადასხვა სფეროში." - განაცხადა ხამენეიმ კულტურის სახელმწიფო საბჭოსთან შეხვედრისას.

პროტესტის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის ირანელი უფლებადამცველი ქალი, მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და მასზე იძალადა. ქალი კომაში ჩავარდა, 3 დღის შემდეგ 16 სექტემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

4 დეკემბერ, ირანის გენერალურმა პროკურორმა, მოჰამედ ჯაფარ მონტაზერი განაცხადა, რომ ქვეყანა მორალის პოლიციას გააუქმებს.

როგორც მონტაზერიმ თქვა, "მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლოსთან". დამატებითი დეტალები ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი არ არის, კერძოდ, უცნობია შეიქმნება თუ არა მსგავსი ჯგუფი განსხვავებული სახელით. ამასთან, არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, გაიყვანა თუ არა ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე მობილიზებული ჯგუფები ქუჩებიდან.

 

 


close დახურვა