logo
ENG



აკაკი ზოიძე - ივანიშვილი თავისი თავის რეალიზებას ათასობით პრობლემის გადაწყვეტაში პოულობს

04 ნოე 201917:38
3 წუთის საკითხავი
 
wpuchfz0gl5xmbg.jpg

„ქართული ოცნების“ წევრი აკაკი ზოიძე, ბიძინა ივანიშვილის ახალ ინიციატივებს აფასებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მარტო პირად, არამედ ქვეყნის სარგებელზეც ფიქრობს.

ზოიძის თქმით, ივანიშილი თავისი თავის რეალიზებას ათასობით პრობლემის გადაწყვეტაში პოულობს.

„ოპონენტები, ვინც აბრალებს ბიძინას, რომ საქართველო შეისყიდა, სამი მილიარდი ლარი მხოლოდ იმიტომ დახარჯა რომ 25 წლის თავზე პოლიტიკაში მოსულიყო, ასეთ ადამიანებთან საუბარს აზრი არ აქვს. სოციალური მეწარმეობა, სოციალური ბიზნესი არსებობს და არსებობენ ადამიანები, რომელბიც ფიქრობენ არა მარტო პირად, არამედ ქვეყნის სარგებელზე. ის თავისი თავის რეალიზებას პოულობს იმაში, რომ ათასობით პრობლემას წყვეტს,“ - აცხადებს აკაკი ზოიძე.

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას მიესალმება ასევე „ქართული ოცნების“ წევრი ზვიად ძიძიგური და აღნიშნავს, რომ ამით საქართველოს ინტერესი იქნება განხორციელებული.

„მთავარ ამოცანად რასაც ის აცხადებს, ისაა რომ შავი ზღვისპირეთის სწორედ ეს ნაწილი გახდეს კონკურენტუნარიანი ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სხვა კურორტებთან მიმართებაში. ამით საქართველოს ინტერესი იქნება განხორციელებული. მივესალმები ბიძინა ივანიშვილის ამ ტიპის წერილებს,“ - აცხადებს ძიძიგური.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოში არსებული ყველა ობიექტის შესყიდვასა და რეაბილიტაციაზე განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა. ახლა კი უცხოური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შესაძლოა, არცერთი ობიექტი არ შეიძინოს. მისი თქმით, ის ჯერ სხვა ინვესტორებს დაელოდება და შეიძლენს მხოლოდ იმ ობიექტებს, რომელიც არ გაიყიდება. ამავე ინტერვიუში, ის სასტუმრო „პარაგრაფისა“ და პანორამა თბილისის გაყიდვაზე საუბრობს.

 


close დახურვა