logo
ENG



აკრძალვები ხელისუფლების მხრიდან სიტუაციის ზედმეტ კონტროლს ემსახურება - ექსპერტები

15 მაი 202009:44
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის ექსპერტები სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც ჯერ კვლავ მოქმედებს ეხმაურებიან.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ კომენდანტის საათის ან აგრეთვე ავტომობილებში მოქალაქეების რაოდენობის შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელებასთან არანაირ კავშირშია.

სერგო ჩიხლაძის განმარტებით, მსგავსი სახის შეზღუდვების გაგრძელება, ხელისუფლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ემსახურება.

"ზოგიერთი შეზღუდვა აზრს არის მოკლებული და ალოგიკურია. თუნდაც 1 თვის წინაც ეჭვქვეშ ვაყენებდი ამ შეზღუდვებს, მათ შორის ავტომობილში 2 პირი ჯდომა. ასეთი შეზღუდვები არანაირი კავშირში არ არის სამედიცინო სარგებელთან და ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებასთან. მსგავსი აკრძალვების გაგრძელება სავარაუდოდ ემსახურება ხელისუფლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და სიტუაციის ზედმეტ კონტროლს არჩევნების წინ", - განაცხადა სერგო ჩიხლაძე. 

ჯანდაცვის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მოსახლეობას ეს შეზღუდვები გარკვეული სახით ბარიერსაც კი უქმნის. ერთ-ერთ პრევენციულ ღონისძიებად კი, პირბადეების ტარება და სოციალური დისტანცია რჩება.  

სეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მანამდე პრემიერის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან გაიხსნა სილამაზის სალონები და ესთეტიური ცენტრები. გარდა ამისა, იხსნება 3-ზე მეტი ადამიანის შეზღუდვა. ასევე გახსნილია სხვადასხვა ქალაქებში გადაადგილება, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ არ მოძრაობს და ასევე ძალაში რჩება კომენდანტის საათი. 

 


close დახურვა