logo
ENG



აკრძალვის მიუხედავად, მაღაზიების ნაწილი მუშაობას აგრძელებს

20 მარ 202014:33
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, რომლის თანახმადაც ყველა სავაჭრო ობიექტს დღეიდან მუშაობა უნდა შეეწყვიტა, მაღაზიების ნაწილი მუშაობას აგრძელებს.

როგორც "ფორმულასთან" საუბარში ცალკეული მაღაზიების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილებას უფროსებისგან ელიან.

"ჯერჯერობით კომპანიისგან ველოდებით გადაწყვეტილებას. არავის უთქვამს, რომ არ მოვსულიყავით. შესაბამისად დღეს მოვედით გეგმის მიხედვით. ბოლო პერიოდი ისედაც შემცირებული განრიგით ვმუშაობთ", - აცხადებენ ოპტიკის ერთ-ერთ მაღაზიაში.

განსხვავებული პოზიცია ჰქონდა კიდევ რამდენიმე მაღაზიას. მაგალითად, ჩვენთან საუბარში ისინი ამბობდნენ, რომ სავაჭრო ობიექტების დახურვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და ამის შესახებ მხოლოდ დღეს, მუშაობის დაწყების შემდეგ შეიტყვეს.

ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტი კი, ამბობს, რომ დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილებას კომპანიის ხელმძღვანელი დღის ბოლომდე მიიღებს.  

რაც შეეხება დიდ სავაჭრო ცენტრებს, მათ მუშაობა დღეს შეწყვიტეს.  


close დახურვა