logo
ENG



ალავერდაშვილი: გეგმა ასეთია - გამარჯობა, თქვენ კი ხართ გახსნილები, მაგრამ ხვალიდან დაიკეტეთ

22 იან 202118:55
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/22/kaeh5o2595cgghc.png

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ტურისტული სექტორი პანდემიის პირობებში მუშაობის განახლებას შეძლებს. 

როგორც ალავერდაშვილმა ფორმულას გადაცემაში კომენტარი აღნიშნა, ტურისტული სექტორისთვის ახლა ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ გეგმის არქონა წარმოადგენს.

"დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის უგეგმობა ანუ გეგმის არ ქონა. არ არის არც მოკლევადიანი და არც გრძელვადიანი გეგმა...საერთოდ არაფერი ვიცით. ამხელა სექტორი, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდი დამსაქმებელი იყო, არის აბსოლუტურად პასუხების გარეშე და გეგმის გარეშე.

როგორ უნდა აღდგეს ეს სექტორი კაცმა არ იცის. კომუნიკაციის ნაკლებობა არ გვაქვს, კომუნიკაცია არის შემდეგი - ჩვენ გვისმენენ, მაგრამ პასუხი არის ისეთი, როგორიც დღეს ჩვენ მივიღეთ. გეგმა არის ასეთი: "გამარჯობა, თქვენ კი ხართ გახსნილები, მაგრამ ხვალიდან დაიკეტეთ". ეს არის გეგმა", - განაცხადა ალავერდაშვილმა. 

მისთვის გაიგებარია, თუ რატომ არ გაკეთდა კონკრეტული განცხადება მთავრობის მხრიდან ტურისტულ სექტორთან დაკავშირებით. 

მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა. კერძოდ, ძალაში რჩება კომენდანტის საათი, შეზღუდვა ნაწილობრივ ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც, მათ შორის ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება დედაქალაქში. ასევე, ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები.

სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა