logo
ENG



ალასანია: ხელისუფლების მიზანია, სააკაშვილი არსად არსებობდეს

02 თებ 202312:22
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას უპასუხა და განაცხადა "ხელისუფლების მიზანია, რომ არ იყოს სააკაშვილი არსად."

"ხელისუფლების მიზანი არის ის, რომ რასაც ვხედავთ, აი შედეგი, სადაც არის. ხელისუფლების მიზანია, რომ არ იყოს სააკაშვილი არსად, არსად აღარ არსებობდეს."- ამბობს ალასანია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პარენტერალურ კვებას არ თანხმდება, რადგან საავადმყოფოს არ აქვს ამის გამოცდილება.

"არ თანხმდება, რადგან ყველა მხრიდან ესმის, რომ საავადმყოფოს არ აქვს ამის გამოცდილება და იმით მოკვდება თუ ამით, მაგისთვის უკვე სულერთია."- ალასანია.


* * *
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებით ცდილობს სასჯელს თავი აარიდოს.

მან ასევე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ საქართველოში არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა "წარსულს ჩაბარდა".

გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და მისი ფოტოები წარადგინა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩნდება კითხვები - ვის მხარეს არიან ისინი, ნეიტრალურები არიან, თუ რუსეთის მხარეს.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. მან "არაეთიკური სურათის" ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა. გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. გამოსვლის დროს ის საუბრობდა ნელა, შესვენებებით და პაუზების დროს ღრმად სუნთქავდა.


close დახურვა