logo
ENG



ალაფიშვილი ხუნდაძის ინიციატივაზე:მთავრობას ეძლევა შეუზღუდავი უფლებამოსილება

19 მაი 202014:39
3 წუთის საკითხავი
 

უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას იურისტები აფასებენ. როგორც ლევან ალაფიშვილი აცხადებს, ინიციატივა საკმაოდ სახიფათოა, ვინაიდან ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც ეძლევა შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა.

ალაფიშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტში ინიციატივას სრული მხარდაჭერა არ ექნება.

„ეს არის საკმაოდ სახიფათო ინიციატივა, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვეულებრივ პირობებში, მაშინ როცა საგანგებო დგოარეობაცკი არ იქნება გამოცხადებული მთავრობას ეძლევა პრაქტიკულად შეუზღუდავი უფლებამოსილება. შეზღუდოს არამხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები და დაადგინოს უფლებები, არამედ დაადგინოს არსებული კანონმდებლობისგან განსხვავებული რეგულაციებიც კი. მე მინდა მჯეროდეს, რომ პარლამენტში აღმოჩნდება ადმიანი, რომელიც განსხვავებით პირველი დეკრეტის დამტკიცებისგან, რომელიც ერთხმად მიიღო პარლამენტმა, ახლა უფრო მეტად დააფიქრდებიან კონტიტუციაზე და ისე წარიმართება მსჯელობა“,-განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

ახალი ინიციატივის მიხედვით, რომელიც  დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადა და  დღეს ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნისვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტს დაჩქარებულად განიხილავს პარლამენტი.

 


close დახურვა