logo
ENG



ალეკო ბერიძე: რუსთავის დეპუტატთან კონტაქტში მყოფი პირების 90% დადგენილია

03 აპრ 202022:30
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ალეკო ბერიძე გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ რუსთავის საკრებულოს დეპუტატზე საუბრობს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

მისი განცხადებით, მიმდინარეობს საკონტაქტო პირთა წრის მოკვლევა, თუ ვისთან ჰქონდა დეპუტატს კონტაქტი. ალეკო ბერიძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებულ დეპუტატთან შემხებლობაში მყოფი ადამიანების 90% უკვე დადგენილია, ამჟამად 10%-ის მოკვლევა მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გაგვაჩნია არის ის, რომ იკვლევენ იმ წრეს, რომელ წრესთანაც შეხება ჰქონდა ამ დეპუტატს. პირველ რიგში გამოირიცხნენ საკრებულოს წევრები, შემდეგ საკრებულოს თანამშრომლები, შემდეგ ის ადამიანები, რომლებიც მოხალისეობრივ პროგრამაში იღებდა მონაწილეობას ამ დეპუტატთან ერთად და ამ ეტაპისთვის კონტაქტების 90% მოპოვებულია. დაახლოებით 10% არის მოსაძიებელი, რომ მათშიც კორონავირუსის არსებობა გამოირიცხოს. 

თვითიზოლაციაში 50 ადამიანია, წრე თანდათანობით იზრდება. ალბათ კიდევ 2 დღე დასჭირდებათ, რომ კონტაქტები მოიძიონ და გამოირიცხოს ვირუსის გავრცელების ალბათობა. რაც შეეხება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დეპუტატი რუსთავში მოქალაქეებს შემწეობებს ურიგებდა, სწორედ ეს არის გარე კონტაქტები, ვისთანაც შემხებლობა ჰქონდა ამ ადამიანს. ზუსტად ამათი მოძიება და დაზუსტება მიმდინარეობს“, - განაცხადა ალეკო ბერიძემ.


close დახურვა