logo
ENG



ალექსანდრ ლუკაშენკომ ანგელა მერკელთან საუბარზე უარი თქვა

20 აგვ 202010:17
3 წუთის საკითხავი
 
id2yjuc1uhonl19.jpg

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი არ ისურვა. სწორედ ამის გამო, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საკითხის დარეგულირებაში შუამავლის როლს ვერ შეასრულებს.

მოგვიანებით, პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ლუკაშენკოს საუბარი მერკელთან მაშინ, როდესაც ის ვლადიმერ პუტინთან არის კონტაქტზე, „სულ მცირე, არასოლიდური იქნებოდა“.

"აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა რუს კოლეგას სთხოვა, ქალბატონ მერკელისთვის გადაეცა, რომ გერმანია და მთლიანად დასავლეთ ევროპა არ უნდა ერეოდეს ბელარუსის შიდა პოლიტიკაში", - ამბობს ლუკაშენკოს პრესმდივანი.


close დახურვა