logo
ENG



ალექსეი ნავალნი: ჩემი მოწამვლის უკან დგას პუტინი

01 ოქტ 202017:45
3 წუთის საკითხავი
 
rj7twkatam92rja.jpg

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მის მოწამვლაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ნავალნიმ აღნიშნა, გერმანიაში მკურნალობის დასრულების შემდეგ ის რუსეთში დაბრუნდება.

"მე ვამბობ, რომ ამ დანაშაულის უკან დგას პუტინი და მომხდარის სხვა ვერსიები არ მაქვს. ჩემი მოვალეობაა ვიყო ბიჭი, რომელსაც არ ეშინია და მე არ მეშინია", - განაცხადა ნავალნიმ.

ნავალნი​ გასულ თვეში მოწამლეს, ის კომაში იყო. გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. იმავე ქიმიური აგენტით მოწამლეს 2018 წელს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. მაშინ, ყოფილ ჯაშუშზე თავდასხმაში ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთი დაადანაშაულა.

კრემლი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით გერმანიასთან პირდაპირი დიალოგის ინიციატივით გამოდის, თუმცა რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტზე გამოძიების დაწყებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. 4 სექტემბერს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბერლინის საავადმყოფოს ექიმებისგან განსხვავებით, ომსკის ჰოსპიტლის ექიმები, სადაც ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, ბევრად გამჭვირვალედ მუშაობდნენ.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნი "ნოვიჩოკითაა" მოწამლული. 


close დახურვა