რუსი ოპოზიციონერი დეპუტატის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ექიმების თქმით, ის კომატოზურ მდგომარეობაშია და ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. პოლიტიკოსი, სავარაუდოდ, მოწამლეს.
ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც ცუდად გახდა.