logo
ENG



ალექსეი ნავალნი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, ომის საწინააღმდეგო აქციებზე გავიდნენ

02 მარ 202214:53
3 წუთის საკითხავი
 
ალექსეი ნავალნი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, ომის საწინააღმდეგო აქციებზე გავიდნენ

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, ომის საწინააღმდეგო აქციებზე გავიდნენ. 

გამოქვეყნებულ განცხადებაში ნავალნი წერს, რომ მათ დააკავებენ, თუმცა, დემონსტრანტების რიცხვი ამის გამო არ უნდა შემცირდეს. 

"პუტინი არ არის რუსეთი. და თუ არის ახლა რუსეთში რამე, რითიც ყველაზე მეტად შეგიძლიათ იამაყოთ, ეს არის ის 6 835 ადამიანი, რომლებიც დააკავეს, რადგან - ყოველგვარი მოწოდების გარეშე, გამოვიდნენ ქუჩებში პლაკატებით "არა ომს".

თითოეული დაკავებული უნდა შეიცვალოს 2 დემონსტრანტით

თუ ომის შესაჩერებლად საჭიროა, ციხეები გავავსოთ, ასეც უნდა მოვიქცეთ. 

ახლა ყველაფერს ფასი აქვს. 2022 წლის გაზაფხულზე ეს ფასი ჩვენ უნდა გადავიხადოთ, სხვა არავინ. მოდით, არ ვიყოთ უბრალოდ "ომის წინააღმდეგნი". მოდით, ვიბრძოლოთ ამ ომის წინააღმდეგ ". - წერს ნავალნი


close დახურვა