logo
ENG



ალექსეი ნავალნისთან გამოსამშვიდობებლად ასობით ადამიანი შეიკრიბა

01 მარ 202414:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/01/lfvzhtogkptvlr0.jpg

ალექსეი ნავალნისთან გამოსამშვიდობებლად ასობით ადამიანი შეიკრიბა. მოსკოვში, მარინოს რაიონის ეკლესიასთან კილომეტრიანი რიგი გაკეთდა.

ალექსეი ნავალნის ცხედარი უკვე მიასვენეს მარინოს ეკლესიაში, სადაც პანაშვიდი ჩატარდება.

ეკლესიასთან შეკრებილი მოქალაქეები სკანდირებდნენ "ნავალნის" და ტაშს უკრავდნენ.

ადგილიდან გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ეკლესიასთან იმყოფებიან აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნის ელჩები. გარდა ამისა, ადგილზე მისულია პოლიტიკოსი ეკატერინბურგიდან ევგენი როიზმანი და პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც რუსეთის ცესკომ არ დაარეგისტრირა, ბორის ნადეჟდინი.


ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბორისკოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. სასაფლაოს ადმინისტრაციამ კი განცხადება გამოაკრა, რომ სასაფლაო მნახველებისთვის დღეს დროებით დაიხურება. მოგვიანებით, ადმინისტრაციამ ეს ინფორმაცია უარყო. 

ნავალნის გუნდის პირდაპირი ეთერი ადგილიდან შეგიძლიათ ნახოთ აქ. 


close დახურვა