ალიასკის სანაპიროსთან ორი რუსული მზვერავი თვითმფრინავი გამოჩნდა. საფრენი აპარატები კანადისა და შეერთებული შტატების სასაზღვრო ავიაციამ შენიშნა. ტერიტორიიდან ისინი კანადურმა და ამერიკულმა გამანადგურებლებმა გაიყვანეს.
გავრცელებული ცნობით, "ტუ 142"-ის ტიპის თვითმფრინავებს სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ, თუმცა ალიასკის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ზონაში მოხვდნენ. რუსულ ავიაციაში აცხადებენ, რომ მზვერავი საფრენი აპარატები სამხედრო სწავლებაში მონაწილეობდნენ.