logo
ENG



ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდებიან

20 ნოე 202111:27
3 წუთის საკითხავი
clock 683

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდებიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ორივე ქვეყნის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერები დათანხმდნენ, რეგიონული სიტუაცია ბრიუსელში განეხილათ. გარდა ამისა, ისინი შეთანხმდნენ, თავდაცვის სამინისტროების დონეზე პირდაპირ კომუნიკაცია დაამყარონ, რომელიც ინციდენტების პრევენციის მექანიზმის როლს შეასრულებს.

გასული წლის ნოემბერში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ მესამე შეხვედრა შედგება ფაშინიანსა და ალიევს შორის. წინა ორი შეხვედრის ორგანიზება რუსეთმა ითავა და მოსკოვში ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით გაიმართა.

16 ნოემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო შეტაკებები დაიწყო. ორივე ქვეყანა პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებს. სომხეთი აზერბაიჯანს მათი სუვერენულ ტერიტორიის დარღვევასა და ქალბაჯარისა და ლაჩინის რიონებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

სომხეთმა ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის რუსეთს მიმართა და გაიხსენა 1997 წლის ორმხრივი შეთანხმება. რუსეთის ჩარევის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა. 


close დახურვა