logo
ENG



ალიევის საიდუმლო მისია - დროება

30 ოქტ 202220:10
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მომგებიანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ერგო. ყველაზე უნიათო ხელისუფლების პირობებში, ყველაზე კრიზისულ დროსაც კი ამ ფაქტორმა უნდა გვიხსნას. სწორედ ამას ვაკვირდებით ახლა. 7-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ილჰამ ალიევი ჩამოვიდა, აზერბაიჯანმა შეძლო და ევროკავშირისგან გარიყული-სახელმწიფოს სტატუსი შეცვალა. ბაქომ მსოფლიოში შექმნილი კრიზისული ვითარება აზერბაიჯანის სახელმწიფო ინტერესების განსამტკიცებლად სათავისოდ გამოიყენა. ამის ფონზე რთულია იმის ყურება, თუ როგორ გახდა საქართველო პროაქტიული რეგიონული მოთამაშისგან სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ინტერესების გატარების ობიექტი. ამის მაგალითი ალიევის მიერ თბილისში ჩამოტანილი შეთავაზებაა, რომელზეც დროება აქამდე უცნობ დეტალებს მოგიყვებათ.


close დახურვა