logo
ENG



ამ დროის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 314 პაციენტი იმყოფება

13 მარ 202020:59
3 წუთის საკითხავი
 

თვითიზოლაციისათვის სახელმწიფოს პოლიციის გამოყენება აქტიურად უწევს. დაუმორჩილებელ მოქალაქეთა რიცხვი მზარდია. თბილისი, ხარაგაული, ქუთაისი, ბათუმი და ქობულეთი, - ეს იმ ადგილების ჩამონათვალია, სადაც დღეს სამართალდამცველებმა თვითიზოლაციის წესის დარღვეის გამო კიდევ 9 მოქალაქე იძულებით კარანტინში გადაიყვანეს.  ამ დროისათვის,  წესების დარღვევის გამო, კარანტინში იძულებით 12 ადამიანია გადაყვანილი. პროცესში საპოლიციო კონტროლის ჩართვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც რამდენიმე ადამიანმა თვითიზოლაციაზე უარი განაცხადა.

ამ დრომდე საქართველოში კოვიდ 19-ით 25 პირია დაინფიცირებული. ინფიცირებული ადამიანებიდან 7-ს პნევმონია აქვს, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ინფექციურ საავადმყოფოს ხელმძღვანელობის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, ეს განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

სპეციალისტების განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი თავს კარგად გრძნობს, მამაკაცს, რომელიც ირანში დაინფიცირდა ვირუსზე განმეორებით ტესტს კვლავ ჩაუტარებენ.

ამ დროის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში -  314 ,სტაციონარში კი მეთვალყურეობის ქვეშ 58 ადამიანი იმყოფება.

2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

 


close დახურვა