logo
ENG



ამ ვითარებაში საკითის განხილვა უადგილოა - ფოფხაძემ ქადაგიძის მოსმენა დატოვა

17 მარ 202010:25
3 წუთის საკითხავი
 

ამ წუთებში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო ქადაგიძეს უსმენენ. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები იმსჯელებენ იმაზე თუ, რამდენად შეესაბამება ნინო ქადაგიძის კანდიდატურა საქართველოს კანონმდებლობას. სხდომას მხოლოდ უმრავლესობის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები ესწრებიან.

თუმცა ცოტა ხნის წინ დარბაზი დატოვა გედევან ფოფხაძემ. პარლამენტის წევრის თქმით, ახლა საკითხის განხილვა უადგილოა.

„გამოვედი სხდომიდან და ჩემი პოზიცია დავაფიქსირე დღის წესრიგთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ამ ვითრებაში ამ საკითხის განხილვა არ იყო კორექტული. გასაგები იყო, რომ ჩვენ ოპონირებას არ გავუწევდით და უადგილო იყო საკითხის ახლა წამოწევა.

გარდა ამისა, ჩვენ პროცესს თავიდანვე უნდობლობა გამოვუცხადეთ და ვის შეარჩევენ თავმჯდომარედ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ფოფხაძემ. 


close დახურვა