logo
ENG



ამ წუთებში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სსამართლო პროცესი მიმდინარეობს

13 დეკ 201916:57
3 წუთის საკითხავი
 
m60ga1pre4ly88k.jpg

 

დღეს გაირკვევა რა ბედი ელის დაკავებულ ექიმს - ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ სასამართლო პროცესი გავრცელებული ინფორმაციით ამ წუთებში მიმდინარეობს.  საქმის განხილვა ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრება. თბილისელი ექიმის ინტერესებს ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავს.

ვაჟა გაფრინდაშვილზე ილაპარაკა დღეს მარია ზახაროვამ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს თბილისიდან ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ეს საკითხი მხარეებმა პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადაიტანონ.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა ის 9 ნოემბერს, ე.წ საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გაფრინდაშვილს 2-თვიანიწინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 19 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გაფრინდაშვილი, როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს.

 

 

 

 


close დახურვა