ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 11 ოქტომბერს უნდა იცოდეთ
„იარაღი ამოიღო და მემუქრებოდა, რომ განცხადება არ დამეწერა” - როგორ მუშაობს პოლიცია
ახალგაზრდა მამაკაცს რომელიც კურიერად მუშაობს, გასულ კვირას ვაკეში მოპედი მოპარეს. ქურდობაში ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, როგორ მოიპარეს და სად გადაადგილდებოდნენ მოზარდები - ამისი ვიდეო ჩანაწერები პოლიციას აქვს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევა 5 სექტემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა, ხოლო მოპარული მოპედი პოლიციამ დღეს, ისანი-სამგორის რაიონში იპოვა.
პროკურორი: მელაშვილი და ილიჩოვა, შესაძლოა, სხვადასხვა დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ
პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალი ილიჩოვა, შესაძლოა, სხვადასხვა დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.
გულუაშვილმა კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის ყველა დეტალი ხელმისაწვდომი ვერ იქნება.
"მოტივთან დაკავშირებით ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებითი ხასიათის მინიშნებების გათვალისწინებით, საუბარია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულები, შესაძლოა, მოქმედებდნენ სხვადასხვა დავალებების შესაბამისად და შესაძლებელია, დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ ასევე სხვა პირები.
რაც შეეხება მეტ დეტალიზაციას, ცალსახად უნდა განვსაზღვროთ, რომ არსებობს გარკვეულ შემთხვევებში ინტერესი, მათ შორის, საქმის ფიგურანტი პირებისთვის არ გახდეს გარკვეული მონაცემები ცნობილი. მას შემდეგ რაც შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტი იარსებებს და გარკვეული შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა იქნება, მედია და საზოგადოება ამის შესახებ იქნება ინფორმირებული", - განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება კითხვას, ის, რომ ივერი მელაშვილი და ნატალი ილიჩოვა „დავალებებს ასრულებდნენ“, ვარაუდია თუ გამოძიებას ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები აქვს, გულუაშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს.
პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალი ილიჩოვა, შესაძლოა, სხვადასხვა დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. გულუაშვილმა კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის ყველა დეტალი ხელმისაწვდომი ვერ იქნება.პროკურორი: მელაშვილი და ილიჩოვა, შესაძლოა, სხვადასხვა დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ
COVID19: საქართველო და მსოფლიო
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 და გარდაიცვალა 7 პაციენტი.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 11794 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 6327 პაციენტი განიკურნა, ხოლო 85 გარდაიცვალა.
Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 37.4 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 28.1 მილიონი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი ადამიანი.