logo
ENG



ამბები, რომლებიც 30 სექტემბერს უნდა იცოდე

30 სექ 202009:19
3 წუთის საკითხავი
clock 867
bnuh5bpmz382t95.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 30 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

დაპირისპირება მარნეულში

მარნეულში ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს დაესხნენ. დაპირისპირების შედეგად ნაციონალური მოძრაობის სამი წარმომადგენელი - ლაშა ქველაძე, მამამისი გივი ქვლივიძე და მათთან ერთად მყოფი მესამე ადამიანი დაშავდა. ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაცია 20/20-ის დამკვირვებელს გიორგი მუმლაძესაც. 

Security Check Required

null

 

დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღეს მთავარი არხისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებმა ჯგუფებმაც. მარნეულში მომხდარ ფაქტზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას” აკისრებს.

მარნეულში ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დღისითაც მოხდა. ინციდენტის მიზეზი კი საოლქო კომისიის წევრების არჩევა გახდა. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება კომისიას საკუთარი წევრებით აკომპლექტებს.

 

დაშავებული ჟურნალისტი 

თავისა და თირკმელის ტრავმა, კანქვეშა სისხლჩაქცევები - ეს ის დაზიანებებია, რომელიც მარნეულში დაპირისპირების დროს მთავარი არხის ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედ ალის ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მიაყენეს. დაშავებული ჟურნალისტი თავდაპირველად მარნეულის კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა შემდგომ მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო. მას შემდეგ, რაც სამედიცინო დამხარება გაეწია, ჟურნალისტმა კლინიკა გვიან ღამითვე დატოვა. მედიასთან საუბრისას ის ყვება, რომ მას თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა. კლინიკაში იმყოფებოდა მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია. 

მარნეულში დაშავებულმა მთავარი არხის ჟურნალისტმა საავადმყოფო დატოვა

.

 

 

„ქართული ოცნება" მარნეულის ინციდენტზე 

მარნეულში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე განცხადება გაავრცელა ქართულმა ოცნებამ. მმართველი გუნდის განცხადებით, ისინი სრულ პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებენ. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ პარტიის აქტივისტები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და ქართული ოცნების მხარდამჭერებს თავს დაესხნენ. საკითხს გამოეხმაურნენ ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძეც. მათაც მარნეულის ინციდენტს ნაციონალური მოძრაობის პროვოკაცია უწოდეს. 

ოცნება მარნეულის ინციდენტზე: სახელმწიფო დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დაუშვებს

.

 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5866 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 2324 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში 5413 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 869. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 33.8 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 25.1 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის 65 900-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

დავით გარეჯის მონასტრის საკითხი   

​როდესაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზეა საუბარი, იმავდროულად ჩვენი საპატრიარქოს ქონებასა და კუთვნილებაზე ვლაპარაკობთ, – ეს განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. ამით ის გენერალური პროკურატურის მიერ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა. 

დავით გარეჯის საკითხზე პროკურატურამ არქიმანდრიტი კირიონი გამოკითხა

.

 

ჯაღმაიძესთვის ეჭვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ძველი შემადგენლობა იწვევს. ამბობს, რომ კომისიის მუშაობა არაეფექტური იყო, ახლა კი ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება, მისი თქმით ეს გამოძებამ უნდა გაარკვიოს. ყმისივე თქმით, ეკლესიის პოზიცია ერთმნიშვნელოვნი არის, რომ ის საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილება.

 

შაქარაშვილის საქმე

არასრულწლოვნების პროცესი გაგრძელდება დღეს მცხეთის რაიონნულ; სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე.  პროცესზე ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი და გიორგი შაქარაშვილის დედა დაიკითხებიან. ადვოკატების გამნამარტებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალდებას არ აღიარებენ. მათივე განმარტებით, პროცესზე წარდგენილი იქნება წერილობითი მტკიცებულებები, რომელშიც დაკითხვისა და ჩხრეკის ოქმები შედის, ასევე სატელეფონო ჩანაწერები და პროკურატურის შუამდგომლობები.

 

ვითარება მთიან ყარაბაღში

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. საბჭოს წევრები გმობენ ძალის გამოყენებას და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამო წუხილს გამოთქვამენ. ასევე დაპირისპირებულ მხარეებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.

ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა რუსულ ტოკ-შოუში ინტერვიუს დროს კონფლიქტის გაღვივებაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. აქცენტი გაკეთდა საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის როლზეც. სომხური მხარის მტკიცებით, გამთენიისას საჰაერო სივრცე სამმა საფრენმა აპარატმა დაარღვია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს. ბოლო მონაცემებით, სამხედრო მოქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მთლიანობაში 15 ადამიანი ემსხვერპლა, 35 კი დაიჭრა. იზრდება საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობაც. სომხეთსა და აზერბაიჯანში, მთიან ყარაბაღში წამსვლელ მოხალისეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.


close დახურვა