logo
ENG



ამბები, რომლებიც 6 სექტემბერს არ უნდა გამოტოვო

06 სექ 202010:56
3 წუთის საკითხავი
 
xv27dxj97dvv8ld.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 6 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

საქართველოს ნაკრების მორიგი წარმატება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთი ტალინში 1:0 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი ნიკა კაჭარავას მიერ 32-ე წუთზე გატანილი ბურთი აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების შემდეგი თამაში 8 სექტემბერს გაიმართება და ქართველი მოთამაშეები დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდებიან.

View this post on Instagram

მოვიგეთ!!!

A post shared by Formula • ფორმულა (@formulaoriginals) on

 

მკვლელობა თელავში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 47 წლის კაცი მოკლეს. მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. „ფორმულა" შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების გარკვევას ცდილობს და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

თელავის მუნიციპალიტეტში კაცი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში კაცი მოკლეს. მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. "ფორმულა" შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების გარკვევას ცდილობს და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


ფონიჭალაში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

ფონიჭალაში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. დაშავებულები ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ფორმულას ინფორმციით, დაშავებულები კონტაქტურები არიან. ორივე დაშავებულს ჭრილობები ზურგის არეში აქვთ მიყენებულ.

ფონიჭალაში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

ფონიჭალაში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ფორმულას ინფორმაციით, დაჭრილები 18 წლის არიან. როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხობს.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ფორმულას ინფორმაციით, დაჭრილები 18 წლის არიან.

 

საკანში ფარული ჩანაწერები სასამართლოს ნებართვით ჩატარდა - პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა. 

უწყების ცნობით, ჩანაწერები საქმეს ერთვის და მასალები დაცვის მხარესაც უკვე გადასცეს. 

"საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნების ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალა, მტკიცებულების სახით ერთვის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეს. ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განსაიდუმლოების შემდეგ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს გადასცა მხოლოდ დაცვის მხარეს. აღნიშნული ჩანაწერების წარმომავლობასთან დაკავშირებით ყველა სხვა სახის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სიმართლეს",-  ნათქვამია განცხადებაში.

საკანში ფარული ჩანაწერები სასამართლოს ნებართვით ჩატარდა - პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა. უწყების ცნობით, ჩანაწერები საქმეს ერთვის და მასალები დაცვის მხარესაც უკვე გადასცეს.

5 სექტემბერს ტვ პირველმა გაავრცელა კადრები, რომლებიც, ტელევიზიის მტკიცებით, გლდანის ციხეშია გადაღებული და მასზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები არიან ასახული. 

ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის საკანშია გაკეთებული. ვიდეოს მიხედვით, რევაზიშვილი ამბობს, რომ სურს იპოვოს ადამიანები, რომლებიც მისი ყოფილი თანასაკნელის, კობა ჩიტიძის ცოლს და შვილს დაემუქრებიან.


COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში


1650 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1310 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 299 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6020 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 27 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 18.9 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 879 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 60 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.



close დახურვა