logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 02.05.2020

02 მაი 202009:34
3 წუთის საკითხავი
 
rn6tf067z2mccef.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 2 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

COVID-19 და საქართველო


საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა — სულ 582 ინფიცირებულია, გამოჯანმრთლედა 207, გარდაიცვალა 8, კარანტინშია 5025, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 540 პავიენტია.

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით ორი ადამიანი დაიღუპა. 

via GIPHY


COVID-19 და მსოფლიო

 

მიუხედავად მილიონზე მეტი გამოჯანმრთელებულისა, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ტემპი ისევ მაღალია.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში სულ დაინფიცირებულია 3,401,318, აქედან 239,614 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელება 1,081,705 მოახერხა.

via GIPHY


ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ აშშ ლიდერობს, სადაც უკვე 1,131,452 ინფიცირებულია. ასევე მძიმე მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

via GIPHY

 

სიტუაცია ისევ საგანგაშოა — ჯანმო COVID-19-ის პანდემიაზე

 

ჯანმოს საგანგებო კომიტეტის სხდომაზე განაცხადეს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია ჯერ არ დასრულებულა და რომ ვირუსზე ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით. 

თითქმის 4 თვეა მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, თუმცა, მის წინააღმდეგ არც ვაქცინა და არც სამკურნალო წამალი, ამ დრომდე არ არსებობს.

null

null

 

ჩრდილოეთ კორეის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კიმ ჩენ ინი 20-დღიანი გაუჩნარების შემდეგ, პირველად გამოჩნდა

 

ჩრდილოეთ კორეის მედიაში გაავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20-დღიანი გაუჩინარების შემდეგ, ქვეყნის ლიდერი პირველად დაესწრო ერთ-ერთი ქარხნის გახსნას.

აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას თან არ ერთვის არანაირი ფოტო-მასალა, რომელიც დაგვარწმუნებდა, რომ კიმ ჩენ ინი თავს მართლაც კარგად გრძნობს.  

ეჭვები მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც მრავალი წლის განმავლობაში პირველად კიმ ჩენ ინი ბაბუამისის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დაესწრო — საჯაროდ ბოლოს ის 12 აპრილს გამოჩნდა.

via GIPHY

 


მუმბაიში, სადაც კარანტინია გამოცხადებული, ფლამინგოები გამოჩდნენ

 

ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ინდოეთშიც ადამიანები თვითიზოლაციასა და საყოველთაო კარანტინის პირობებში ცხოვრობენ. თუმცა, გარეულ ცხოველებს ეს სულაც არ უშლის ხელს, სხვადასხვა ქალაქში ისე იგრძნონ თავი, როგორც საკუთარ სახლში. 

პირიქით, დასავლეთ ინდოეთის დედაქალაქ მუმბაიში ცოტა ხნის წინ ათასობით ფლამინგო გამოჩნდა — რამდენიმე დღეა ქალაქის თავზე მინიმუმ 125 ათასი ვარდისფერი ფრინველი დაფრინავს.

null

null

 


close დახურვა