logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 04.04.2020

04 აპრ 202010:39
3 წუთის საკითხავი
clock 2184
5pvgnhqiroom4xc.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 3 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.

COVID-19 საქართველოში 

via GIPHY

Საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა 

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, გარდაცვლილია 79 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. ის მარნეული-ბოლნისის კლასტერის წარმომადგენელი იყო

ბოლო მონაცემებით, სულ დადასტურებულია 157 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 28 და გარდაიცვალა 1 პაციენტი. Ამ მომენტისთვის, კარანტინის რეჟიმში 5 526 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 344 ადამიანი რჩება.

პატრიარქის რეკომენდაციები ეკლესიის წინამძღვრებს

Საქართველოს პატრიარქისგან ყველა ტაძრის წინამძღვარმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: 

  • კომენდანტის საათის გათვალისწინებით, 4 აპრილიდან, ტაძრებში ლოცვები უნდა დაიწყოს შუადღის 16:00 საათზე და მხოლოდ 20:00 საათამდე გაგრძელდეს. 

  • აუცილებელია ყველა ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები.

  • Ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს ხატები და სხვა სიწმინდეები სპირტით და ვარდის წყლით, ასევე - უნდა მოხდეს იატაკის დამუშავება, ტაძარში კი მუდმივი მეთვალყურეობისთვის უნდა გამოიყოს პასუხისმგებელი პირი.

 

Რა ხდება მსოფლიოში? 

მსოფლიოში COVID-19-ის უკვე 1 118 045 შემთხვევა და 59 ათასზე მეტი გარდაცვალება ფიქსირდება 

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის უკვე 1 118 045 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 59 ათასზე მეტი კი ფატალურად დასრულდა. 

ყველაზე ბევრი ინფიცირებული ისევ აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ჩინეთშია. 

via GIPHY

Ჩინეთში 3-წუთიანი დუმილით კორონავირუსით გარდაცვლილებს პატივი მიაგეს 

COVID-19 პირველად სწორედ ჩინეთში გავრცელდა. Მას შემდეგ ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით დაინფიცირების 81 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 3 326.

Მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ვირუსის გავრცელებამ მკვეთრად იკლო, ის ერთ-ერთი ქვეყანაა მათ შორის, სადაც კორონავირუსმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა — დღეს, ვუჰანის დროით 10:00 საათზე კი ქალაქში გარდაცვლილებს 3-წუთიანი დუმილით პატივი მიაგეს 

null

null

კარანტინის დროს ტუნისის დედაქალაქში რობოტები პატრულირებენ 

Საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ ტუნისის დედაქალაქში პოლოციელებისა და სამხედროების ნაცვლად, რობოტები პატრულირებენ. 

Მოქალაქეებს, რომლებიც კარანტინის წესებს დაარღვევენ, რობოტები პირადობის დამადასტურებელ საბუთებს მოსთხოვენ — ამ გზით, კამერით აღჭურვილი მოწყობილობა ადგილობრივ პოლიციას მოსახლეობის დისტანციურად კონტროლის საშუალებას აძლევს. 

Ამ დრომდე ტუნისში COVID-19-ის სულ 495 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 18 დაინფიცირებული კი გარდაიცვალა.

 

via GIPHY

 

SpaceX-ის რაკეტა Starship-ის გაშვების მესამე ცდაც წარუმატებელი აღმოჩნდა

SpaceX უკვე 6 თვეა რაკეტა Starship-ის კოსმოსშვი გაშვებას ცდილობს, თუმცა ამ პერიოდში განხორციელებული ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა — 3 აპრილს ასევე წარუმატებლად ჩაიარა მესამე ცდამ.


via GIPHY

 

ამერიკელმა სტუდენტმა სმენადაქვეითებულებისთვის განკუთვნილი პირბადეები შექმნა

Ეშლი ლოურენსი 21 წლის ამერიკელი სტუდენტია, რომელმაც აღმოაჩინა, რომ იმ ხელნაკეთ პირბადეებს შორის, რომლებსაც სოციალური ქსელების საშუალებით ყიდიან, არც ერთია სმენადაქვეითებულ ადამიანებზე ადაპტირებული. 

Ეშლიმ გადაწყვიტა მათთვის, ვისთვისაც ერთდროულად მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაცა და კომუნიკაციაც, ინკლუზიური პროდუქტი შეექმნა — მის მიერ დამზადებულ პირბადეებში გამჭვირვალე ჭრილით, მარტივი ამოსაცნობია თანამოსაუბრის მიმიკა და პირის მოძრაობა.

 

 


close დახურვა