აქცია პარლამენტთან
ოპოზიციური პარტიები უმრავლესობის წევრებს პარლამენტთან "სირცხვილის კორიდორს" მოუწყობენ. პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან.
საპროტესტო ღონისძიება პარლამენტთან გუშინ იყო დაგეგმილი, თუმცა ოპოზიციამ "სირცხვილის კორიდორის" მოწყობა ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო გადადო.
კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
ჩინეთში, კორონავირუსით კიდევ 65 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 492-მდე გაიზარდა.
როიტერსის ინფორმაციით, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 20 000-ზე მეტია.
არსებული მონაცემებით, დღემდე, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს ერთი ადამიანი ჰონგ-კონგში, ერთი კი - ფილიპინებში ემსხვერპლა.
ჩინეთის გარდა 27 ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 230 შემთხვევაა გამოვლენილი.
თალაკვაძის ვიზიტი აშშ-ში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 5-10 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და სენატში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს .
ბრიფინგები და პრესკონფერენციები:
-
„ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
-
ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებითა და გერმანიის ფედერალური სამინისტროს BMZ (SEQUA) მხარდაჭერით „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ პროფესიული განათლების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი დენიელ ჰაასი გახსნიან.
-
დამოუკიდებელი პროფკავშირის - „სოლიდარობის ქსელის“ წევრები განცხადებას გააკეთებენ.
-
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას გააკეთებს.
სასამართლო თემები:
-
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
-
თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს ბრალდებული წევრის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.