logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 18.05.2020

18 მაი 202010:36
3 წუთის საკითხავი
 
bxp6koa93dfu3cl.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 18 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს

ქვეყანაში დღეიდან პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპი იწყება

მარნეულში მკაცრი კარანტინი დასრულდა

მუნიციპალიტეტში გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა, ადგილობრივ მოსახლეობას უკვე შეუძლია ტერიტორიის დატოვება. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად მარნეულის მერიაში ამბობენ, რომ ადგილობრივების თერმოსკრინინგი აქტიურად გაგრძელდება. 

მარნეულში მკაცრი საკარანტინო ზომები ეპიდმდგომარეობის გამო, 23 მარტს გამოცხადდა.

 

იხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები 

მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ მკაცრი სტანდარტების და რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ, რაც ძირითადად სოციალური დისტანციის დაცვას გულისხმობს. Აგრეთვე, უნდა გაკონტროლდეს სამუშაო სივრცეში მომხმარებელთა რაოდენობა.

მუშაობას ვერ განაგრძობენ ის ცენტრები რომლებიც  მოლებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებშია განთავსებული.  სილამაზის სალონების ფედერაციის წარმომადგენელი  თამარ შარაშენიძე ამბობს, რომ სალონები ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იხსნება

 

Მომსახურების სააგენტო მუშაობას აახლებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სერვისების ეტაპობრივი განახლება დაიწყო. მომსახურების სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში შეზღუდული სერვისების მიწოდებას აახლებს. დღეიდან მოქალაქეებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ. დაშვება იმ პირებზე ხდება, ვისაც თეორიული გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვთ. 

ამასთან, აღდგა სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი. რაც შეეხება ნასამართლობის, მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობებს, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება. მომსახურების სააგენტო  მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ სერვისების მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ. 

გიორგი რურუა განაჩენის მოლოდინში

დღეს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

იორგი რურუა პოლიციამ 2019 წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დააკავა. 

 

გაერთიანებული ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან

ოპოზიციის შეხვედრა "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში, დღეს 14 საათზეა ჩანიშნული. გიორგი რურუას პატიმრობის საკითხის გარდა, ხელისუფლების ოპონენტები იმ მაჟორიტალურ სიებზეც იმსჯელებენ, რომლითაც ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებზე წარდგება. 

ოპოზიციურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქროაშვილის გათავისუფლებით 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შეხვედრას  გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილიც დაესწრებიან. 

 

COVID-19 საქართველოში

701 ინფიცირებული, მათგან 432 გამოჯანმრთელებული - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 360. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

via GIPHY

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. 

ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს. ამ დროისთვის, ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებიდან კორონავირუსი ექვს ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის დედას და ორ მცირეწლოვან შვილს. ყველა მათგანი რუხის საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.

 

მსოფლიოში კორონავირუსისგან 1.8 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4,8 მილიონს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, დაავადებულ პაციენტებს შორის 44 800-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY

ამ დროისთვის ინფექციას 316 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. Covid19-ით გარდაცვლილთა, გამოჯანმრთლებულთა და ინფიცირებულა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებია. Გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მას დიდი ბრიტანეთი მოსდევს 34 636 ფატალური შედეგით, მესამე ადგილზე კი იტალიაა, სადაც 31 900-ზე მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა. 

 

 

 


close დახურვა