logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 29.03.2020

29 მარ 202011:08
3 წუთის საკითხავი
 
u4tztwp4sb0asij.jpeg

 

ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 29 მარტის მნიᲨვნელოვან მოვლენებს განახლებად რეჟიმში
 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა

გასული დღის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსის დამატებით 5 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში სულ 90 ინფიცირებულია.

დაინფიცირებული ადამიანებიდან ოთხის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. Კარანტინის რეჟიმშია 4 717, ხოლო 268 ადამიანი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსისგან ორი ბავშვი, ჯამში კი სულ 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

„ქვეყანაში გუშინ იყო 16 გამოჯანმრთელებული, აქედან 15 იყო ჩვენი, ამას დაემატება ორი და ჩვენთან გამოჯანმრთელებული პაციენტი იქნება 17 [სულ 18 გამოჯანმრთელებული]. გაგეხარდებათ, ამ 17-დან ორი ბავშვია.“ - განაცხადა ეზუგბაიამ

სამეგრელო-ზემო სვანეთში პრევენციული ზომები მკაცრდება 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, 29 მარტიდან დასავლეთ საქართველოს ამ რეგიონში კორონავირუსისგან პრენვენციის მიზნით ზომები გამკაცრდება. 

შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო მოქალაქეებს სამხედრო ძალები და პოლიცია გააკონტროლებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდში ახალი კორონავირუსის ჯერ მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა, ადგილობრივი ხელისუფლება გავრცელების რისკებს ხედავს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 საეჭვო შემთხვევიდან არც ერთი დადასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 საეჭვო შემთხვევაზე ლაბორატორიულად კორონავირუსის არც ერთ შემთხვევაში დადასტურდა — კლინიკაში 2 ახალი პაციენტია შეყვანილი, რომლებსაც სომხეთსა და თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ანალიზზე, პასუხი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. ამ დროისათვის ქუთაისი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 2 პაციენტი მკურნალობს.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა მრევლს ახალი წესები გააცნო

ფოთის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა გუშინ გვიან ღამით აღევლინა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა მრევლს ახალი წესები გააცნო და თქვა, რომ ტაძარში ლოცვა არასოდეს არ შეწყდება.

მისი თქმით, დღეიდან ყოველ კვირას დღის განმავლობაში სამჯერ ჩატარდება წირვა, რათა მრევლს შეუფერხებლად შეეძლოს დასწრება, ამავდროულად კი თავიდან იქნას აცილებული ერთდროულად დიდი რაოდენობით მლოცველების თავშეყრა

 

მსოფლიო

კორონავირუსს მსოფლიოში უკვე 30 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა 


30 ათასი დაღუპულიდან გარდაცვალების 10 000-ზე მეტი შემთხვევა მხოლოდ ერთ ქვეყანაში, იტალიაში დაფიქსირდა.

ასევე, Ბოლო მონაცემებით, 5 982 გარდაცვლილია ესპანეთში. ფატალური შემთხვევების უმრავლესობა ფიქსირდება გერმანიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში, სადაც დაინფიცირების ყველაზე მეტი, 123 774 შემთხვევაა გამოვლენილი. 

ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, ინფექციის დამარცხება 142,300-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო. 

ჯანმო: ახალი კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება 

Ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც დღეს, 29 მარტს გავრცელდა ნათქვამია, რომ ახალი კორონავირუსი ძირითადად ვირუსის მატარები ადამიანებისგან ან დაბინძურებული ზედაპირებიდან ვრცელდება.

დაინფიცირება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც კორონავირუსის მატარებელ ადამიანთან 1-მეტრიან დისტანციას არ ვიცავთ. Სხვა შემთხვევაში კი ხველებისას ან ცემინებისას გამოყოფილი წვეთები ჰაერში დიდხანს ვერ ჩერდება და სხვადასხვა ზედაპირზე ეცემა. 

დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში კარანტინი არ გამოაცხადა 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში კარანტინი არ გამოაცხადა. პრეზიდენტის თქმით, კარანტინის გამოცხადება არ იქნება აუცილებელი თუ მოსახლეობა გადაადგილებისგან დროებით თავს შეიკავებს. 

პრეზიდენტის ამ განცხადების ტვიტერზე გამოქვეყნების შემდეგ კი ადგილობრივმა დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა მოსახლეობას შიდა გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მკაცრად მოუწოდა. 

ეს რეკომენდაცია ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსსა და კონეკტიკუტში მომავალი 2 კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

 

აშშ-ში, არკანზასის შტატს ტორნადომ გადაუარა — დაშავდა 6 ადამიანი  

აშშ-ს ერთ-ერთ შტატს, არკანზასს დამანგრეველმა ტორნადომ გადაუარა. სტიქიური უბედურების ეპიცენტრში 6 ადამიანი დაშავდა.

პოლიცია ქალაქის ქუჩებში სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს ატარებს. სოციალურ მედიაში კი დანგრეული შენობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალაც ვრცელდება.


close დახურვა