logo
ENG



ამბობს, რომ ციხე ვერაფერს დააკლებს და თავის სიმართლეს დაამტკიცებს - ბესიკ თამლიანის დედა

06 მარ 202014:22
3 წუთის საკითხავი
 

20 ივნისის მოვლენებზე დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა ბუდაღაშვილისკუპრეიშვილისა და სოსელიასგან განსხვავებით საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა, ამიტომ მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. ცნობილია, რომ  დღეს უნდა დაკითხონ სამართალდამცველები, რომლებიც ბრალდების მხარის მოწმეები არიან.

"მისი საქმე უკვე გამოყოფილია. დღეს გრძელდება მოწმეთა გამოკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა. მთავარია ის, რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ თამლიანის მიმართ უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. მუხლი, რომელიც მის მიმართაა წაყენებული და რასაც მას ედავებიან, თითიდან გამოწოვილია. შუამდგომლობის საკითხს დავაყენებ, როდესაც მოწმეთა დაკითხვა დასრულება",-აცხადებს ადვოკატი ლევან იოსელიანი. 

თამლიანის დედის თქმით, ბრალდებული საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია და ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. 

"მან თავსი საქმე არანაკლებად შეისწვალა და იცის, რომ მართალია, თანაც ამბობს, რომ ციხის კედლები ვერაფერს დააკლებს და თავის სიმართლეს მაინც დაამტკიცებს",-აღნიშნავს რუსუდან თამლიანი. 

შეგახსენებთ, რომ თამლიანი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.


close დახურვა