ამერიკის კინოაკადემია ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიის გადადებას აპირებს. ინფორმაციას გამოცემა Variaty კინოაკადემიის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყველაზე პოპულარული კინოდაჯილდოვება 2021 წლის თებერვალში კორონავირუსის გამო შეიძლება აღარ ჩატარდეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, შეიცვლება თუ არა ნომინანტების გამოვლენის თარიღი და რა ფორმით ჩატარდება შემდეგი ცერემონია.
ერთი კვირის წინ კორონავირუსის პანდემიის გამო ოფიციალურად გადადეს კანის ფესტივალი. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ონლაინ ფორმატზე უარი ეთქვათ. ფესტივალის ნომინანტ ფილმებს კი სხვა კინოფესტივალებზე აჩვენებენ.