logo
ENG



ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონში გოგა ბითაძის დებიუტი შედგა

27 ოქტ 201910:39
3 წუთის საკითხავი
 
j3fd1y0wxppw6ro.jpg

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონში გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. „ინდიანა პეისერსი“, რომლის ღირსებასაც ქართველი ცენტრი იცავს, სტუმრად „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 110:99 დამარცხდა.

ბითაძემ მოედანზე მხოლოდ 4 წუთ-ნახევარი გაატარა. ამ პერიოდში მხოლოდ 2 ქულის მოპოვება შეძლო და ერთხელ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი.

მომდევნო შეხვედრას „ინდიანა“ 29 ოქტომბერს „დეტროიტის“ წინააღმდეგ გამართავს.


close დახურვა