logo
ENG



ამერიკული მედია პირველად ასახელებს სავარაუდო ინფორმატორის ვინაობას, რომელმაც ტრამპი ამხილა

21 ნოე 201913:42
3 წუთის საკითხავი
 
s5errwvv6gujhjg.jpg

ამერიკული მედია პირველად ასახელებს სავარაუდო ინფორმატორის ვინაობას, რომელმაც დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლაში ამხილა და მათი სატელეფონო საუბრის შინაარსი გაასაჯაროვა. გაზეთი "ვაშინგტონ იგზემინერი" წერს, რომ ეს ადამიანი ერიკ ჩიარამელაა. არსებობს მისი ბარაკ ობამასთან გადაღებული ფოტო, რაც რესპუბლიკელების აზრით ამტკიცებს, რომ ის დემოკერატია. 

ინფორმატორის შესახებ დღემდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელია. სწორედ მისი წერილის საფუძველზე დაიწყო კონგრესმა საიმპიჩმენტო გამოძიება დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. 


close დახურვა