logo
ENG



ამილახვარი: ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში

25 ივლ 202319:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/25/abxzpcnusyuvh0s.jpg

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ "ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში". ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნაზე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ფონდის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ისაუბრა.

ამილახვარის თქმით, განათლების სამინისტრო არანაირი წარმოება ან განაცხადი, რომ რაიმე ფორმით მიმდინარეობს ე.წ. რუსული უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესი, არ არსებობს.

მისივე განცხადებით, "ეს არის დამაზიანებელი პროპაგანდა და ტყუილი.

"არანაირი კონსულტაცია, შეხვედრა, წინარე შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არ ყოფილა და ვერც იქნება. ეს არის ჩვენი ოპონენტების, ქვეყნის მტრების ის დამაზიანებელი პროპაგანდა, რომელსაც გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ან ვიღაცის უბრალოდ იდეაზე დაყრდნობით იყენებენ ხელისუფლების, განათლების სისტემისა და შემდგომ სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, ვიმოქმედებთ სახელმწიფოებრივად, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების ინტერესებში", - თქვა ამილახვარმა. მის კომენტარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ლორთქიფანიძე ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნას და სანქტ-პეტერბურგთან პირდაპირ ავიამიმოსვლას აანონსებს.

მისი თქმით, 3-7 ივლისს პეტერბურგში რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა "მთელი რიგი მიმართულებებით ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა" და მალე, მათ შორის, შეძლებენ ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნაზე მსჯელობის დაწყებას.


close დახურვა