ამირან გამყრელიძის შვილი კორონავირუსისგან განიკურნა, ინფორმაცია მან საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა. ნიკოლოზ გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მან ინფექციური საავადმყოფო დაავადების დადასტურებიდან 26-ე დღეს დატოვა. ამ ეტაპზე გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება.
"მეგობრებო,
პაციენტი #10ც გამოჯანმრთელდა და შესაბამისად 26ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ესეთი მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის, ძალან გამაძლიერეთ ამით:)
არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა რომ 26 დღის განმავლობაში არც ერთხელ არ მიგრძვნია მათგან არც დაღლა არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ეხლა კიდევ სხვანაირად დავინახე როგორც პაციენტმა❤️ მადლობა თქვენ, ნამდვილად საამაყო ხართ და გამძლეობას გისურვებთ!"-წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.
იგი მოუწოდებს მოქალაქეებს დარჩნენ სახლში და ამით შეასრულონ მოქალაქეობრივი ვალდებულება, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია. გამყრელიძე დანარჩენ ინფიცირებულებსაც მიმართავს და მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.