logo
ENG



ამსტერდამის აეროპორტში ადამიანი თვითმფრინავის ძრავამ შეისრუტა, ის დაიღუპა

30 მაი 202412:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/30/y3gkhn8lz1yq5ip.png

ამსტერდამის აეროპორტში KLM Cityhopper-ის თვითმფრინავის რეაქტიულმა ძრავამ ადამიანი შეისრუტა. ის დაიღუპა.

თვითმფრინავი ამსტერდამიდან დანიის ქალაქ ბილუნდში გასაფრენად ემზადებოდა. შემთხვევის გამო მგზავრები და პერსონალი აეროპორტის შენობაში დააბრუნეს.

დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, მომხდარი უბედური შემთხვევა იყო თუ თვითმკვლელობა.

გარდაცვლილი იდენტიფიცირებული არ არის. ერთ-ერთი ვერსიით, ის აეროპორტის თანამშრომელი იყო, რომელიც თვითმფრინავებს აფრენამდე უკან დახევაში ეხმარებოდა.


close დახურვა