logo
ENG



ამსტერდამის მერი კალაძეს: გთხოვთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა პრაიდი უსაფრთხოდ ჩატარდეს

03 ივლ 202110:13
3 წუთის საკითხავი
 
ამსტერდამის მერი კალაძეს: გთხოვთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა პრაიდი უსაფრთხოდ ჩატარდეს
თბილისი პრაიდი

ამსტერდამის მერი კახა კალაძეს წერილს უგზავნის და მიმართავს თხოვნით, უზრუნველყოს პრაიდის კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

წერილში, რომელსაც Tbilisi Pride აქვეყნებს, საუბარია იმაზეც, რომ "ღირსების მარშს" დაესწრებიან ევროკავშირის მოქალაქეები, მათ შორის, ამსტერდამის პრაიდის ელჩიც - ამსტერდამის მერის თქმით, სწორედ მისგან მიიღებს ინფორმაციას, როგორ ჩაიარა ღონისძიებამ.

„მე გთხოვთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა ლგბტ აქტივისტებმა უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლონ პრაიდის ჩატარება.

"ღირსების მარშს", 5 ივლისს, ევროკავშირის სხვა მოქალაქეებთან ერთად დაესწრება ამსტერდამის პრაიდის ელჩი ჰანს ვერჰოენი, დაველოდები მის დაბრუნებას ამსტერდამში და ვიმედოვნებ რომ ის მომიყვება როგორი წარმატებული, მშვიდობიანი და უსაფრთხო იყო თბილისი პრაიდში მონაწილეობა მისთვის", - სწერს ამსტერდამის ელჩი კახა კალაძეს.

თბილისში პრაიდის კვირეული პირველ ივლისს დაიწყო. გახსნის საღამოს გაიმართა პირველი ღონისძიებაც - დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

ტერიტორიაზე ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების გამო პოლიციას ცოცხალი კორდონი ჰქონდა მოწყობილი. ღონისძიების მონაწილეთა  ნაწილმა ტერიტორია საკუთარი ავტომობილებით დატოვა, ნაწილი კი პოლიციამ მიკროავტობუსებით გაიყვანა. მათ ძალადობრივმა ჯგუფებმა ქვები და კვერცხები ესროლეს.

ღონისძიება პოლიციის დახმარებით დატოვეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.

ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, "ღირსების მარში" პრაიდის კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს გაიმართება.


close დახურვა