logo
ENG



ანა გაბეჩავას პასუხი: არ მომითხოვია არანაირი 15 ათასი ლარი

07 სექ 202015:08
3 წუთის საკითხავი
 
ru6kse41aq9kwmt.jpg

დაღუპულ გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე, ანა გაბეჩავა, უარყოფს, რომ დაბადების დღის სტუმრებს თანხა მოსთხოვა.

ამის შესახებ ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერშია საუბარი. პროკურატურა აცხადებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულების საპატიმრო საკნებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. 

"არ მომითხოვია არანაირი 15 ათასი ლარი. არ დამინახავს [ვინ მიაყენა დაზიანება] ვახტანგ ჩიქოვანს. მზად ვარ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი", - უთხრა ანა გაბეჩავამ ჟურნალისტებს. 

დღეს, 7 სექტემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში 3 საათზე გამოკითხვები დაიწყო, სადაც ანა გაბეჩავასაც გამოკითხავენ.

შაბათს, 5 სექტემბერს TV პირველმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელიც შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის საკანშია გადაღებული. უცნობია, ვინ საუბრობს ვიდეოში, სადაც ერთ-ერთი პირი ახსენებს ანა გაბაჩევას. მისი თქმით, გაბეჩავა შეხვდა დაბადების დღის მონაწილეებს და სთხოვა ფული, რადგან პანდემიის დროს წვეულების მოწყობისთვის აჯარიმებდნენ.


close დახურვა