logo
ENG



ანა დოლიძე არჩევნების მეორე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს

16 ოქტ 202114:39
3 წუთის საკითხავი
 
ანა დოლიძე არჩევნების მეორე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს

ანა დოლიძე არჩევნების მეორე ტურში არცერთი პარტიის კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. 

მისი თქმით, პარტიის გადაწყვეტილებაა, მათმა მხარდამჭერებმა ეს არჩევანი თავად გააკეთონ.

"პარტია ხალხისთვის პოლიტ-საბჭომ გადაწყვიტა, რომ პატივი
სცეს დემოკრატიულობის პრინციპს და საკუთარ მხარდამჭერებს და მეორე
ტურისთვის არ დააფიქსიროს პარტიული პოზიცია, რათა მისმა მხარდაჭერებმა თავად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება თითოეული მათგანისთვის, მათი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის წარმატების მომტანი." - თქვა ანა დოლიძემ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიამ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, საკუთარი ამომრჩევლის პოზიციის საკვლევად პლებისციტი ჩაატარა.

ანა დოლიძემ მერის არჩევნებში ხმათა 4.58% მიიღო, პარტიამ ხალხისთვის კი 0.85%.

თბილისის მერობისთვის მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია იბრძოლებენ.

30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას სხვა ოპოზიციური პარტიებიც ავრცელებენ. პარტია საქართველოსთვის თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს.


close დახურვა