ანას ბაღის დამცველებმა, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობის ადგილმონაცვლეობის მოთხოვნით თბილისის მერიას მიმართეს. ადგილობრივების განცხადებით, მშენებლობისთვის გამოყოფილი ფართი ბაღს უნდა შეუერთდეს და მოეწყოს რეკრეაციული ზონა. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მერია ადგილობრივების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს და კომპანიას მშენებლობისთვის სხვა ტერიტორიას არ შესთავაზებს, მათ საცხოვრებელ ფართებს დანგრევის საფრთხე დაემუქრება. ანას ბაღის გადასარჩენად გაერთიანებული ადგილობრივები და აქტივისტები უარის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
ანას ბაღის დამცველებმა თბილისის მერიას მშენებლობის ადგილმონაცვლეობის მოთხოვნით მიმართეს
10 მარ 202014:21
3 წუთის საკითხავი