logo
ENG



ანას ბაღის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა განახლდა

07 მაი 202011:09
3 წუთის საკითხავი
 
hj5frcluw07uw8l.jpg

ანას ბაღის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook გვერდი „ანას ბაღის გადასარჩენად“ ავრცელებს.

როგორც „ფორმულას“ ანას ბაღის ადმინისტრაციამ განუცხადა, ადგილზე შეყვანილია ტექნიკა და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებენ.

30 აპრილს საქართველოს სააპელაციო სასამართლომ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ მედიისა და პრესის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა, არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორ სამართლებრივ და ფაქტობრივ ინტერპრეტაციას.

5 მაისს „ანას ბაღის“ ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ მშენებელს კორპუსის აშენების უფლება მისცა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.


close დახურვა