კახა კალაძე აცხადებს, რომ ანას ბაღს არანაირი პრობლემა არ აქვს - თბილისის მერის განმარტებით, მოხდება ამ ადგილის რეაბილიტაცია და იქნება რეკრეაციული სივრცე.
ალუბლების ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე კი ქალაქის მერი აცხადებს, რომ არ იცნობს სიტუაციას და კომენტარს ვერ გააკეთებს.
„ანას ბაღს არანაირი პრობლემა არ აქვს - მოხდება მისი რეაბილიტაცია, დაემატება ტერიტორია, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე. ყველას ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს. შევისწავლი ალუბლების ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებს და შემდეგ გავაკეთებ ამაზე კომენტარს", - აცხადებს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში მდებარე ანას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივების პროტესტის მიუხედავად, სასამართლოსა და მერიის ნებართვით მშენებლობა დაიწყო - საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ანას ბაღის მცველებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და გადაწყვეტილება გააპროტესტეს. პროტესტის ორგანიზატორებსა და მასში მონაწილეებს კახა კალაძემ „უსაქმურები“ უწოდა.
ალუბლების ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ - აქციაში მონაწილეობისას დააპატიმრეს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, ლაშა ჩხარტიშვილი.