მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში პირობები ახლა შუასაუკუნეობრივია.
"მარიუპოლი ახლა შუა საუკუნეებშია. წყალმომარაგება ქალაქის შინამეურნეობების მხოლოდ 2-3%-ს აქვს. ხალხი ტანსაცმელს ქუჩებში, გუბეებში რეცხავს.
დაავადების გავრცელების რისკი დღითიდღე იზრდება. არის ინფორმაცია, რომ ადამიანები ექიმებთან დიზენტერიის ან ქოლერის მსგავსი სიმპტომებით მიდიან," - განაცხადა მარიუპოლის მერის მრჩეველმა.
გაეროს მონაცემებით, მარიუპოლში ბრძოლის დროს სულ მცირე 1348 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 70 ბავშვი.