logo
ENG



ანდრიუშჩენკო: მარიუპოლში ოკუპანტების რაოდენობამ 30 000-ს მიაღწია

04 თებ 202313:39
3 წუთის საკითხავი
clock 469
2023/02/04/sxf9hx063wdav08.jpg

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს განცხადებით, მარიუპოლში ოკუპანტების რაოდენობამ 30 000-ს მიაღწია.

"მხოლოდ ბოლო კვირაში, ოკუპანტების რიცხვი 10 000-15 000-ით გაიზარდა. ზოგადად, შეიძლება ვისაუბროთ დაახლოებით 30 000 ოკუპანტზე, რომლებიც კონცენტრირებული არიან მარიუპოლსა და რეგიონებში", - თქვა მარიუპოლის მერის მრჩეველმა.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით,  რუსეთი დონეცკის რეგიონში, ახალი მიმართულებით წინსვლას გეგმავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის თქმით, რუსები რამდენიმე თვეა ცდილობენ უკრაინელების თავდაცვის გარღვევას.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა