logo
ENG



ანექსირებულ ყირიმში უმსხვილესი ნავთობაზა იწვის

07 ოქტ 202409:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/07/lafd4y20w60eg0d.png

ანექსირებულ ყირიმში დრონებით თავდასხმის შედეგად უმსხვილეს ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა.

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ხანძრის გაჩენამდე მოსახლეობას აფეთქებების ხმა ესმოდა.

"ფეოდოსიის ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს", - ამბობს ადგილობრივი "ხელისუფლების" წარმომადგენელი იგორ ტკაჩენკო.

ფეოდოსიის ნავთობბაზაზე ანექსირებულ ყირიმში უმსხვილესია. მეორე ტერმინალი სევასტოპოლში მდებარეობს.


close დახურვა