logo
ENG



ანზორ ბოლქვაძე: ქველმოქმედება ჩემი ავადმყოფობაა

04 აგვ 202120:24
3 წუთის საკითხავი
 

"თუ დავეხმარები, მე თქვენგან არ მისწავლია ეს, დაბადებიდან ვაკეთებ ამ საქმეს. ქველმოქმედება ჩემი ავადამყოფობაა", - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანგარიშით, დეპუტატობის 13 წლის განმავლობაში ანზრო ბოლქვაძის ოჯახმა და ახლობლებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 13 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. 

ბოლქვაძე ამბობს, რომ კომპანიებთან კავშირი არ აქვს.

"ნათესავები, რა თქმა უნდა, მყავს, უნათესაო, უჯიშო და უფესვო რომ ვყოფილიყავი, ამდენი ხანი პარლამენტის წევრი არ ვიქნებოდი. მირჩევს ხალხი და ვარ, კიდევ მოვემსახურები ჩემს ხალხსა და საზოგადოებას", - აღნიშნავს დეპუტატი. 

TI-ში აცხადებენ, რომ ბოლქვაძის პოლიტიკურ გააქტიურებასთან ერთად, 2008 წლიდან მისი ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და ახლობლებმა თანდათან დაიწყეს კომპანიების დაფუძნება, რომელთა შემოსავალი მეტწილად სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე იზრდებოდა. ეს კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციის - გზების დეპარტამენტისა და ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტებისგან.


close დახურვა