logo
ENG



ანიტა რაჭველიშვილი ამბობს, რომ კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა

25 იან 202117:00
3 წუთის საკითხავი
clock 2712
2021/01/25/pl9j6f61cnosbe9.jpg

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ამბობს, რომ კორონავირუსით უკვე მეორედ დაინფიცირდა. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ტესტის დადებითი პასუხი დღეს მიიღო. 

"ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ. დღეს Covid-19-ის ტესტის დადებითი პასუხი მივიღე უკვე მეორედ მას შემდეგ, რაც ეს ჯოჯოხეთი დაიწყო", - წერს ის.

იგი, ასევე ყვება, რომ საქართველო 15 იანვარს დატოვა და იმ დროს, რამდენჯერმე მიიღო ვირუსზე უარყოფითი პასუხი, თუმცა უკვე 23 იანვარს, შაბათ დილით დაეწყო კოვიდისთვის დამახასიატებელი სიმპტომები.

ფორმულას ინფორმაციით, ანიტა რაჭველიშვილი, ამჟამად ავსტრიაშია და მან კორონავირუსი პირველად იტალიაში, 2020 წლის ივლისში გადაიტანა. 


close დახურვა