logo
ENG



ანრი ოხანაშვილი: პირადად ჩემთვის მაკო გომური დაზარალებულია

07 ნოე 201917:48
3 წუთის საკითხავი
 
daf0y6svoureb8h.jpg

 

„პირადად ჩემთვის მაკო გომური დაზარალებულია,“ - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი, ექსპერტიზის ფარგლებში, 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომურისთვის თვალთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ოხანაშვილის თქმით, ამ თემის ირგვლივ დამატებითი სპეკულაცია არ უნდა წარიმართოს.

„დამატებითი სპეკულაცია ამ თემაზე არ წარვმართოთ, პირადად ჩემთვის, ჩვენთვის ეს ადამიანი, ისევე როგორც სხვა, არის დაზარალებული და დარწმუნებული ვარ მათ მიეცემათ მათი უფლებების განხორცილების საშუალება,“ - აცხადებს ოხანაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი კი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მოთხოვნებს ასრულებს ექსტრადაციაზე, მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს კი გავრილოვის ღამის გამო, დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ, ქვეყნის და ყველას სირცხვილია.

 

შეგახსენებთ, რომ მაკო გომურმა, 20 ივნისის ღამის დარბევის შედეგად, თვალი დაკარგა. პროკურატურამ და სასამართლომ, ის და სხვა დაშავებულები დაზარალებულად არ ცნო. დაზარალებულად ცნობიალია 67 სამართალდამცველი და აქციის მხოლოდ 4 მონაწილე. 20-მდე პირს კი ბრალი აქვს წაყენებული.

პროკურატურა, თვალთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ჩვეულებრივ პროცედურას უწოდებს.

 

 

 


close დახურვა